logo
ENG



პოლონეთმა რუს დეპუტატებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დასასწრებად ვიზაზე უარი უთხრა

16 ნოე 202215:39
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/16/3zfc99ba17sdzk7.jpg

პოლონეთმა რუსეთის დელეგაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად ვიზაზე უარი უთხრა. სხდომა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში უნდა გაიმართოს.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პოლონეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსი პარლამენტარების მხრიდან ვიზების თხოვნის საპასუხოდ თქვა, რომ "ვერ ხედავს ასეთ შესაძლებლობას".

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ ჯაბაროვი ამბობს, რომ ვიზების მოთხოვნაზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლონური დელეგაციის ხელმძღვანელისგან "აღმაშფოთებელი პასუხი" მიიღეს.

ჯაბაროვის თქმით, ბარტუშმა ასევე თქვა, რომ რუსეთის დელეგაციის წევრების მიღება საშემოდგომო სესიაზე "დაარღვევს უკრაინის მიმართ სოლიდარობის პრინციპს".

"მიუხედავად იმისა, რომ არ გვქონდა განსაკუთრებული ილუზიები ჩვენი სრულფასოვანი მონაწილეობის შესახებ ვარშავის სესიაში, ჩვენ თავის დროზე მოვითხოვეთ ასამბლეის ხელმძღვანელობისგან, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან შეემუშავებინათ და გადაეჭრათ გარანტიების მიწოდების საკითხი. სამწუხაროდ, მივიღეთ აღმაშფოთებელი პასუხი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლონური დელეგაციის ხელმძღვანელისგან, ქალბატონი ბარშუტისგან, რომელიც სიტყვასიტყვით ამბობს, რომ ვერ ხედავს ვარშავაში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შემოდგომის შეხვედრაში რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენლების მონაწილეობის შესაძლებლობას", - ამბობს ჯაბაროვი. 


close დახურვა