პოლონეთის პრემიერმინისტრმა მათეუშ მორავეცკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა უკრაინას შესაძლოა უახლოეს 4-6 კვირაში გადასცეს MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები.
ამის შესახებ მორევეცკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც საუბარი იყო პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას კომენტარზე, რომელიც მან ავიაგამანადგურებლებთან დაკავშირებით გააკეთა.
ანდჟეი დუდამ CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ ვარშავას შეუძლია, უკრაინას MiG-29-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები გადასცეს, რომელთა ექსპლუატაციაც არ ხდება.
სამხედრო მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ შარშან პოლონეთმა უკვე გადასცა უკრაინას რამდენიმე საბჭოთა ავიაგამანადგურებელი.
ოფიციალური წყაროების თანახმად, პოლონეთს 29 ერთეული MiG-29-ის ტიპის თვითმფრინავი ჰყავს.