პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადებით, უკრაინაში გასაგზავნი Leopard 2-ის ტანკები უკვე მზად არის.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები პოლონეთში შესაბამის წვრთნებსაც გადიან, თუ როგორ უნდა გამოიყენონ ხსენებული ტექნიკა.
"ჩვენი Leopard 2-ის ტანკები უკრაინისთვის უკვე მზად არის. სასწავლო ცენტრში უკრაინელი სამხედროები შესაბამის გადამზადებას გადიან. შესწავლას დაახლოებით 1 თვემდე დასჭირდება და ამ დროის ვადაში სამხედროები უკვე მზად იქნებიან დაბრუნდნენ უკრაინაში ტანკებთან ერთად", - თქვა დუდამ CNN-თან ინტერვიუში.
დუდა თქმით, უკრაინისთვის თანამედროვე იარაღის მიწოდება რუსეთისგან თავდაცვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამასთან, ის ამბობს, რომ პოლონეთს გერმანიიდან ტანკებისთვის სათადარიგო ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები აქვს, თუმცა დუდამ ამის მიზეზი არ იცის.