logo
ENG



პოლონეთში ემიგრანტები შველას ითხოვენ - მათი ნაწილი ღამეს აეროპორტში ათევს

01 აპრ 202020:15
3 წუთის საკითხავი
clock 510

ხმაური და დაპირისპირება იყო დღეს პოლონეთში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან - სადაც ემიგრანტები სპეცდანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა სურდათ, ბილეთების უმეტესობა გაყიდული დახვდათ, დაპირებული 199 ევროს ნაცვლად, კი მათ 500 ევროს გადახდას სთხოვდნენ. 

პოლონეთში ჩარჩენილი ემიგრანტების ნაწილი საქართველოს საელჩომ ვარშავის ჰოსტელის სხვენში დააბინავა. მათ შორის არიან სტუდენტები გაცვლითი პროგრამით, რომლებსაც კვების ფულიც კი არ აქვთ. თავშესაფრის გარეშე დარჩა ემიგრანტთა დიდი ნაწილი. ისინი დღეს ელჩისგან პასუხს ელოდებოდნენ, თუმცა, მოქალაქეების დახმარების ნაცვლად, საელჩომ პოლიციას გამოუძახა. ემიგრანტები გვიყვებიან, რომ სამართალდამცველებმა 2 ადამიანი დააკავეს და მათ პასპორტები ჩამოართვეს. 

პოლონეთში ჩარჩენილების ნაწილს თავშესაფარი დღემდე არ აქვს. ისინი აეროპორტში ცხოვრობენ და სპეცრეის ელოდებიან, რომელიც 3 აპრილს აირზენას უნდა შეესრულებინა, თუმცა ფრენა გაუქმდა. მათ უთხრეს, რომ რეისს პოლონური ლოტი შეასრულებდა და დღეიდან ბილეთების გაყიდვა დაიწყებოდა. აეროპორტის სალაროსთან გრძელი რიგი დადგა თუმცა ადგილზე მხოლოდ 25 ბილეთი გაიყიდა. 

პოლონური ავიაკომპანიის რეისზე ბილეთების შეძენა ემიგრანტებისთვის ვერც ოპოზიციამ შეძლო. „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბს ცხელ ხაზზე 1700სი ემიგრანტი დაუკავშირდა და დახმარება ითხოვა. ოპოზიციისთვის გაუგებარია, რატომ არ იღებს საქართველოს ხელისუფლება ამ რთულ მდგომარეობაში ოპოზიციისგან დახმარებას, რომელმაც უმძიმეს მდგომარეობაში დარჩენილი მოქალაქეების დასაბრუნებლად უფასო რეისები შესთავაზა.

 


close დახურვა