logo
ENG



პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

13 ოქტ 201914:34
3 წუთის საკითხავი
 
34w9uwu9c6edzb8.jpg

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა სეიმის 460-ც დეპუტატსა და სენატის ას წარმომადგენელს 4 წლის ვადით აირჩევს. წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, არჩევნებში მმართველი პარტია ,,კანონი და სამართალი'' ლიდერობს. მას ამომრჩეველთა ხმების 40 პროცენტზე მეტს უწინასწარმეტყველებენ.

სეიმში დეპუტატების არჩევა პროპორციული სისტემით ხდება, პარლამენტის ზედა პალატაში კი, ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით.

პოლონეთის მმართველი პარტია, მართლმსაჯულების სისტემაში ჩატარებული რეფორმების გამო, ევროკავშირის მხრიდან სერიოზული კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა.

მიუხედავად ამისა პარტიამ შესაძლოა საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება შეძლოს. წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა“ ხმების მხოლოდ 20-დან 25-თ პროცენტამდე მიიღებს.

არჩევნების წინასწარი შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი.

 


close დახურვა