logo
ENG



პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

28 ივნ 202011:49
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთში პრეზიდენტობის კანდიდატებისთვის ხმის მისაცემად საარჩევნო უბნები უკვე გახსნილია. ქვეყნის პირველი პირის თანამდებობის დასაკავებლად 11 კანდიდატი იბრძვის, თუმცა წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, მეორე ტურში მხოლოდ ორი მათგანი - ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ანჯეი დუდა და ვარშავის ყოფილი მერი რაფალ ტშასკოვსკი გავლენ.

წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს მხარს მოსახლეობის 40 პროცენტი, დედაქალაქის მერს კი, 30 პროცენტი უჭერს. თუკი ხმათა 51 პროცენტის დაგროვებას ვერცერთი კანდიდატი ვერ შეძლებს, არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.


close დახურვა