პოლონეთში კარანტინის მიუხედავად საპრეზიდენტო არჩევნები დაგეგმილ დღეს 10 მაისს ჩატარდება. თუმცა საარჩევნო უბნებს ფოსტა ჩაანაცვლებს. ბიულეტენებს ამომრჩევლები ფოსტით გაგზავნიან.
შესაბამის კანონპროექტს, რომელიც მმართველი პარტიის მიერ იყო ინიცირებული, პარლამენტის ქვედა პალატამ მხარი დაუჭირა. ახლა დოკუმენტს კენჭი სენატმა უნდა უყაროს. არჩევნების გადადებას მოითხოვდა კოალიციაში შემავალი პარტიის „თანხმობის“ ლიდერი იაროსლავ გოვინი, თუმცა მის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. პოლიტიკური მარცხის გამო გოვინმა თანამდებობა დატოვა, მას ვიცე-პრემიერის გარდა განათლების მინისტრის პოსტიც ეკავა.