logo
ENG



პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს ჩატარდება

29 ივნ 202017:58
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი ლიდერი ანჯეი დუდა ლიდერობს, მეორე ადგილზე კი, ვარშავის ყოფილი მერი რაფალ ტშასკოვსკია.

პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების საჭირო რაოდენობა ვერც ერთმა კანდიდატმა მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს. წინასწარი მონაცემებით, ანჯეი დუდას ამომრჩეველთა 42, მის მთავარ კონკურენტს კი 30 პროცენტი მიემხრო.

სულ არჩევნებში 11 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ტურში კი, ერთმანეთს მხოლოდ ანჯეი დუდა და რაფალ ტშასკოვსკი დაუპირისპირდებიან.

განმეორებითი არჩევნები პოლონეთში 12 ივლისს ჩატარდება. 


close დახურვა