logo
ENG



პოლონეთში ხვალინდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

27 ივნ 202017:43
3 წუთის საკითხავი
 

პოლონეთში ხვალ გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც 11 პოლიტიკოსი მონაწილეობს.

კანდიდატებმა საარჩევნო აგიტაციის ბოლო დღე მხარდამჭერებთან შეხვედრებით დაასრულეს. მათ შორის იყო პოლონეთის მოქმედი ლიდერი ანჟეი დუდაც, რომელსაც მეორე ვადით გაპრეზიდენტება სურს. მისი მთავარი მეტოქე ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკია, რომელიც ცენტრისტულმა პროევროპულმა პარტია „სამოქალაქო პლატფორმამ" წარადგინა.

წინასაარჩევნო გამოკითხვების თანახმად, მოქმედ პრეზიდენტს მხარს მოსახლეობის 40%, დედაქალაქის მერს კი 30% უჭერს. არჩევნების ამ შედეგით დასრულებით, ქვეყანაში მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება.


close დახურვა