გაჭირვებისგან გაქცეულები უფრო დიდ გაჭირვებაში აღმოჩნდნენ. ოჯახების სარჩენად პოლონეთში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეები მსხვერპლად იქცნენ. გარკვეული სქემის გამო არც სამსახური აქვთ და არც ანაზღაურება. ახლა საქართველოს მოქალაქეებს ფული სჭირდებათ, რომ შინ დაბრუნდნენ. თანხას ისევ საქართველოდან ელოდებიან. პოლონეთში ჩარჩენილები კონკრეტულ კომპანიას თაღლითობაში ადანაშაულებენ.