ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ ამ ბრძოლას იღებს.
„პომპეო, ჩვენ ვიღებთ ამ ბრძოლას! აწი უფრო საინტერესო იქნება!“, - წერს კადიროვი Telegram-ზე.
გარდა ამისა, კადიროვის ამ პოსტს, ახლავს ფოტო, სადაც მას ორი იარაღი უჭირავს ხელში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს სანქციები დაუწესა. კადიროვის შავ სიაში შეყვანა მისი მხრიდან ადამიანის უფლების უხეშ დარღვევას უკავშირდება.