logo
ENG



პომპეო: მივესალმებით საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმებს

01 ივლ 202022:04
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას „ტვიტერში“ ეხმაურება და მოუწოდებს პარლამენტს პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას. 

„მივესალმებით ამ კვირაში საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმებს. მოვუწოდებთ პარლამენტს, რომ პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას და ოფიციალური პირების დაპირებას საერთაშორისო დონეზე რეკომენდებული საარჩევნო რეფორმის გატარებით და განხორციელებით“, - წერს პომპეო.

პარლამენტმა მესამე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო. ცვლილებების თანახმად, არჩევნები მანდატების 120/30 გადანაწილებით ჩატარდება, ხოლო ბარიერი 1%-იანი იქნება. ასევე გათვალისწინებულია ე.წ. "ჩამკეტი", რაც იმას ნიშნავს, რომ 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტია ან ბლოკი მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.


close დახურვა