logo
ENG



პომპეო საპატრიარქოში ილია მეორეს ხვდება

18 ნოე 202011:10
3 წუთის საკითხავი
 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საპატრიარქოში მივიდა. ის პატრიარქ ილია მეორეს შეხვდა.

"სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით", - დაწერა აშშ-ს საელჩომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მანამდე პომპეო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. ორივე შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

საპატრიარქოში ვიზიტის შემდეგ პომპეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება, რის შემდეგაც საქართველოს დატოვებს.

პარალელურად ოპოზიცია და აქტივისტები რამდენიმე ლოკაციაზე მდუმარე აქციას მართავენ.

პომპეო საქართველოს გუშინ, 17 ნოემბერს ეწვია.


close დახურვა