პორტუგალიის პრემიერის, ანტონიო კოსტას განცხადებით, ევროკავშირში უკრაინის კანდიდატურის სტატუსის მინიჭების თაობაზე დებატებმა შეიძლება ცრუ მოლოდინები შექმნას.
"ყველაზე კარგი მხარდაჭერა, რაც ევროკავშირს შეუძლია უკრაინას გაუწიოს არის მისი ერთიანობის შენარჩუნება. საუკეთესო, რაც შეგვიძლია შემოგთავაზოთ არის ევროპის ერთიანობა," - აღნიშნა პორტუგალიის პრემიერმა.
კოსტას თქმით, ის უკრაინის კანდიდატურას არ ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მისი პრიორიტეტი მკაფიო და დაუყოვნებელი მხარდაჭერა იყო.
"დიდი რისკია ცრუ მოლოდინების შექმნა, რომელიც მწარე იმედგაცრუება ხდება. ნაკლები სამართლებრივი დებატები, მეტი პრაქტიკული გადაწყვეტილებები," - თქვა კოსტამ.