logo
ENG



პრაიდი პრეზიდენტს: სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა

28 იან 202018:49
3 წუთის საკითხავი
 
ift24blzqy28fna.jpg

„თბილისი პრაიდი“ სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოს წინაშე გამოსვლას ეხმაურება. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელ კოლეგებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში ლგბტ თემის მდგომარეობის შესახებ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) ზამთრის სესიაზე საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხესერთ-ერთ კითხვაზე, რომელიც საქართველოში ლგბტი ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას და თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა, საქართველოს პრეზიდენტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპელ კოლეგებს ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს. კერძოდ, დავით ზალკალიანის განცხადებით, მუქარების მიუხედავად “ღირსების მარში” მშვიდობიანად ჩატარდა და ეს ხელისუფლების დამსახურებად მოიხსენია. ხოლო, პრეზიდენტის თქმით, "ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ დაცულ იქნას ეს [ლგბტი] უფლებები და გამოხატვის თავისუფლება" და რომ "სამართალდამცველებმა მოახერხეს ამ სიტუაციების მართვა", - აღნიშნულია „პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ორგანიზაციის განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ „თბილისი პრაიდი“ მწუხარებას გამოთქვამს ხელისუფლების მიდგომის გამო, არ მიიტანოს პარტნიორებამდე რეალური პრობლემები და არ აღიაროს ქვეყანაში არსებული ჰომოფობიური განწყობები.

სამწუხაროა რომ საქართველოს ხელისუფლება დღემდე არ აღიარებს ჰომოფობიას, როგორც სოციალურ პრობლემას და ადგილობრივ თუ საერთაშორისო დონეზე ახდენს სიცრუის ტირაჟირებას. პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სხვა არაფერია, თუ არა პრობლემის უარყოფა და ისტორიის გაყალბება! მითუმეტეს რომ თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებული მოვლენები მოხვდა თითქმის ყველა გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების უარყოფით შეფასებებში", - წერია განცხადებაში.


close დახურვა