logo
ENG



პრაიდის კვირეული - შაბათის ფორმულა

03 ივლ 202120:03
3 წუთის საკითხავი
 

თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში, 1-ელ ივლისს პირველი ღონისძიება გაიმართა, სადაც ბრიტანული ფილმი აჩვენეს. ღონისძიებას, რომელიც ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რადგან ძალადობრივი ჯგუფები გზის გადაკეტვას და ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ. მათ აქტივისტებს კვერცხები, ბოთლები და ქვები დაუშინეს. კვერცხი აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელსაც მოხვდა. წინ 5 ივლისია, ღირსების მარში, პრაიდის კვირეულის დასკვნითი ღონისძიება.


close დახურვა