logo
ENG



პრაიდის მოწინააღმდეგე აქციაზე დაკავებული 20 პირი შსს-მ ხელწერილის საფუძველზე გაუშვა

02 ივლ 202111:06
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი / ფორმულა

პრაიდის მოწინააღმდეგე, ჰომოფობიურ და ძალადობრივ აქციაზე დაკავებული 23 პირიდან, შსს-მ 20 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა, 3 კი გადაყვანილია წინასწარი დაკავების იზოლატორში. ამის შესახებ ფორმულას უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. დარჩენილი 3 პირის საქმეზე სასამართლო სხდომა უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება. 

აქციის მონაწილეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

პრაიდის პირველი ღონისძიება გუშინ საღამოს, პირველ ივლისს გაიმართა. ტერიტორიაზე პოლიციას ცოცხალი კორდონი ჰქონდა მოწყობილი. ღონისძიების მონაწილეთა  ნაწილმა ტერიტორია საკუთარი ავტომობილებით დატოვა, ნაწილი კი პოლიციამ მიკროავტობუსებით გაიყვანა. მათ ძალადობრივმა ჯგუფებმა ქვები და კვერცხები ესროლეს.

ღონისძიება პოლიციის დახმარებით დატოვეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც.


close დახურვა