logo
ENG



პრაისი: რუსი ოფიციალური პირების განცხადებები, შესაძლოა შეჭრისთვის საბაბს ემსახურებოდეს

17 თებ 202212:50
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/17/h6x3mre013lj1lc.jpg

ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიპოვოთ მოსკოვის მიერ გამოწვეული კრიზისის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზები, მაგრამ ეს ძალისხმევა ეფექტური იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთს სურს დეესკალაცია. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ბოლო დღეებში ვხედავთ საპირისპიროს, საზღვარზე მეტი ძალებია და ისინი გადადიან საბრძოლო პოზიციებზე. ამავდროულად, ჩვენ ვისმენთ რუსი ოფიციალური პირების განცხადებებს და ვხედავთ რუსულ მედიაში არაერთ სიუჟეტს, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს შეჭრისთვის საბაბის შექმნას. ჩვენ განსაკუთრებით შეშფოთებულნი ვართ პრეზიდენტ პუტინისა და სხვა ოფიციალური პირების მიერ დონბასში გენოციდის მუდმივი ხსენებით. არც ერთ ამ ბრალდებას საფუძვლად სიმართლე არ უდევს. ყველაფერი ეს არის რუსეთის კარგად ცნობილი სცენარიდან, მათ შორის წარსულში მისი შეჭრიდან უკრაინასა და საქართველოში.

 


close დახურვა