logo
ENG



პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე კაშტანის მოედანს ბორის ნემცოვის სახელს დაარქმევენ

10 თებ 202015:25
3 წუთის საკითხავი
 
xdahrf5a396xxrr.jpg

პრაღაში რუსეთის საელჩოს წინ მდებარე კაშტანის მოედანს მოკლული რუსი პოლიტიკოსის, ყოფილი ვიცე-პრემიერის, ბორის ნემცოვის სახელს დაარქმევენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემები, ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ნემცოვის სახელობის მოედნისთვის მინიჭების იდეას მხარი პრაღის მმართველი კოალიციის პარტიებმა დაუჭირეს. შესაბამის პეტიციას 4.5 ათასმა მოქალაქემ დაუჭირა მხარი.

ბორის ნემცოვი 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვის ცენტრში მოსკოვის მდინარის ხიდზე მოკლეს, მკვლელობის დამკვეთი ამ დრომდე უცნობია.

 


close დახურვა