logo
ENG



პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი: მოგიწოდებთ მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ

11 ივლ 202515:01
3 წუთის საკითხავი
 
2025/07/11/lesnscd4k7f474h.png

პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი ბათუმელებისა და ნეტგაზეთის ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის პატიმრობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

„ექვსი თქვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში, საპროტესტო აქციაზე დააკავეს მზია ამაღლობელი. ჟურნალისტი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რომელიც მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

მზია ახლა მხედველობის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგას პროგრესირებადი დაავადების გამო. მიუხედავად ამისა, მას თებერვლის შემდეგ არანაირი მკურნალობა არ ჩასტარებია.

მოგიწოდებთ, მზიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისა და ადეკვატური სამედიცინო დახმარებისკენ", - ვკითხულობთ განცხადებაში. 


close დახურვა