სამწუხაროა, რომ იმ წელს, როცა ჩვენ მოგვენიჭა ევროპული პერსპექტივა და როცა ჩვენ უნდა გავიაზროთ ის, თუ რას ნიშნავს ეს, რომ ის გეოგრაფიული კითხვის ნიშნები რაც არსებობდა აქამდე, ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა ამით, რაზეც ალბათ ოცნებობდა მიხეილ მუსხელიშვილი. სამწუხაროდ, ეს ის წელია, როცა გამოჩნდა საქართველოში სრულიად გაუგონარი ანტიევროპული, ანტიდასავლური ასევე გამოთქმები და ჯგუფები, რომლებიც ალბათ საბჭოთა პერიოდიდან არ გაგვიგია საქართველოში და ალბათ, არც უნდა არსებობდეს, თუმცა ყველა აზრს აქვს უფლება იარსებოს. მაგრამ სამწუხაროა, რომ გვემის ისეთი აქცენტები, რომლებიც საბჭოთა პროპაგანდაში გვესმოდა ადრე
თქვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში იურისტისა და მეცნიერის, მიხეილ მუსხელიშვილის ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას