logo
ENG



პრეზიდენტი: დავიწყოთ კამპანია, ხალხს გავაგებინოთ - არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური არჩევანია

11 ივნ 202422:41
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/11/oluwk0k62qtzw86.jpg

"უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური არჩევანია", - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს გააკეთა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ არჩევნების გზით დაუბრუნდება საქართველო თავის ადგილს და 2025 წლის ივნისში ქვეყანას გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს გაუხსნიან.

"არჩევნები ეს არის ძალიან დიდი ბედი ჩვენთვის, შანსი, არჩევნები ახლავე ჩვენს კარზე დგას და ამ არჩევნებისთვის ზუსტად საკმარისი მომზადების დრო გვაქვს, გაქვთ, გვაქვს ერთად. ჩვენ უნდა დავიწყოთ კამპანია, ხალხს გავაგებინოთ, რომ ეს არჩევნები არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური არჩევანია, სადაც უნდა ვთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რასაც საქართველო ამბობს არა მხოლოდ 30 წელია, არამედ რასაც საქართველო ამბობდა სულ მუდამ, რაც იყო სახელმწიფო, რომ ეს ღირებულებები, რაც არის ევროპული ღირებულებები არის მისი ღირებულებები, რომ არ შეიძლება, ეს ღირებულებები ვინმემ შეუცვალოს გარედან.

არ შეიძლება, რომ გარუსდეს საქართველო, არ შეიძლება, რომ არ იყოს დამოუკიდებელი და არ შეიძლება, რომ არ იყოს ძლიერი. ეს არის ჩვენი არჩევანი ამ მომავალ არჩევნებზე. ჩვენ ვინმეს კი არ ვირჩევთ, რომელიმე პარტიას კი არ ვირჩევთ - კი, ეს გავა რომელიმე პარტიის არჩევანზე, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ, რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი.

დღეს სწორედ, რამდენიმე დღეში, უკრაინას და მოლდოვას ეტყვიან, რომ თქვენ გიხსნით უკვე მოლაპარაკებას გაწევრიანებაზე. ამ ადგილას საქართველოც უნდა ყოფილიყო, ყველა მოცემულობით, ჩვენ იქ უნდა ვიყოთ და არ ვართ, მაგრამ გვაქვს საშუალება, სწორედ ამ არჩევნების გზით, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ადგილს და მომავალ წელს, იგივე ევროპულ საბჭოზე, 2025 წლის ივნისში ჩვენ გაგვიხსნან გაწევრიანების მოლაპარაკებები, დავეწიოთ ჩვენ მეგობარ უკრაინას და მოლდოვას და გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც დროებით გაგვიჩერეს, მაგრამ მხოლოდ დროებით და ეს არის თქვენი გამარჯვება", - თქვა პრეზიდენტმა. 


close დახურვა