logo
ENG



პრეზიდენტი: მიუღებელი და უკანონოა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის არჩევნების ჩატარება

18 მარ 202417:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/18/txfjngokvip09zi.jpg

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კიდევ ერთხელ ლახავს ქვეყნის სუვერენიტეტსა და სრულიად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

ზურაბიშვილი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, ამ ქმედებაზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს საკითხი პრეზიდენტმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე დაგმო.

"ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. ეს კიდევ ერთხელ უხეშად ლახავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს.

დღეს, როცა კვლავ ოკუპირებულია აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მივმართავ საერთაშორისო საზოგადოებას სათანადო რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის ამ უკანონო და ქვეყნის სუვერენიტეტის შემლახავ ქმედებებზე.

აღნიშნული საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა იენს სტოლტენბერგთან დღეს ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას დააყენა და კიდევ ერთხელ დაგმო"- ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 15 მარტს დაიწყო და დღეს, 17 მარტს დასრულდა. რუსეთის ცესკო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით 94 ათასი საარჩევნო უბანი იყო გასნილი. 


close დახურვა