საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას "საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ". სალომე ზურაბიშვილის სკოპიეში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრესრელიზში ვკითხულობთ, რომ შეთანხმება მიზნად ისახავს ორი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ურთიერთმიმოსვლის ხელსაყრელი პირობების შემოღებას. ის ითვალისწინებს ბიომეტრიული პასპორტის მქონე პირთათვის ვიზის გარეშე ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის, გაჩერებისა თუ ტრანზიტული გადაადგილების უფლების მინიჭებას.