logo
ENG



პრეზიდენტი: ქარტიაზე კონსულტაციებისთვის ივანიშვილს, ღარიბაშვილს მივმართე, პასუხი არ მიმიღია

03 ივნ 202421:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/03/cww0h90j3p80r7o.png

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ როდესაც ქართულ ქარტიაზე კონსულტაციები დაიწყო, მან ქართულ ოცნებასა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს მიმართა, თუმცა მათგან პასუხი არ მიუღია.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, შემდეგ მიმართა ირაკლი ღარიბაშვილსაც, თუმცა პრეზიდენტის თქმით, ოცნების თავმჯდომარემაც უპასუხოდ დატოვა.

"როდესაც 7 თებერვალს ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მე მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე იმისთვის, რომ ესენიც ჩართულიყვნენ, თუ ამის სურვილი ექნებოდათ. რადგანაც პასუხი არ მიმიღია, შემდეგ მივმართე ახლად დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, ვითომცდა რუსული კანონის წინააღმდეგი იყო და დღეს უცხოელებთან ამ როლშია, რომ "მე ცოტა განსხვავებული ვარ სხვებისგან". არ ვიცი, ეს სანქციების თემას უკავშირდება თუ არა, მაგრამ დიდად საინტერესო არცაა, არც მისგან მიმიღია რამე პასუხი"- თქვა ზურაბიშვილმა. 

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ქართულ ქარტიაზე ხელმომწერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ხვდება. 

დღეს ოპოზიციურმა პარტიებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შემუშავებულ ქართულ ქარტიას ხელი მოაწერეს.

ხელმოწერის პროცედურა მთელი დღის განმავლობაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიმდინარეობდა. ქარტიას სულ 17-მა პარტიამ და 5-მა დამოუკიდებელმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

პარტიები, რომლებმაც ქართულ ქარტიას ხელი მოაწერეს. 


close დახურვა