logo
ENG



პრეზიდენტი: ხანძრის შედეგად სოხუმის გალერეის განადგურება თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა

22 იან 202416:06
3 წუთის საკითხავი
 
2024/01/22/jtxqom7a4fv93xb.png

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის შედეგად სოხუმის ეროვნული გალერეის დაწვას Twıtter-ზე განცხადებით ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს "თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა".

"სინანულს გამოვხატავ იმის გამო, რაც როგორც დე ფაქტო ხელმძღვანელობის, ასევე, რუსი ოკუპანტების მხრიდან კულტურული იდენტობის უგულებელყოფის პირდაპირი შედეგია.

მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ყურადღება გაამახვილოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხზე", - წერს ზურაბიშვილი Twıtter-ზე.

ოკუპირებულ სოხუმში აფხაზ ხელოვანთა ოქროს ფონდი დაიწვაგანადგურებულია გალერეაში დაცული ყველა ნამუშევარი. საუბარია 4 000-მდე ეგზემპლარზე. 

წინასწარი ვერსიით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. სამხატვრო გალერეის დირექტორის თქმით, გალერეას გამოუსწორებელი ზიანი მიადგა.


close დახურვა