საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, შეიწყალებს თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძეს.
როგორც მან აღნიშნა, შეწყალების სიას ბევრი ელოდება, შესაბამისად, წინასწარ არავის ვინაობას არ ასახელებს.
"თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ვისაც შევიწყალებ, ამას წინასწარ ვერ გამოვაცხადებ, იმიტომ, რომ ამას ბევრი ადამიანი ელოდება. ვისაც შევიწყალებ, სია იქნება ერთობლივად გამოცხადებული და ყველას ერთად გაეცნობა ეს სია. არანაირად არ არის ჩემზე რაიმე ფორმის ზეწოლა", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი დღეს, 15 დეკემბერს, ფოლკლორის ცენტრის სამი წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა.