logo
ENG



პრეზიდენტი აფხაზეთზე: ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არსებობს

27 სექ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 
mlggtlz39iddpk5.jpg

სალომე ზურაბიშვილი სოხუმის დაცემიდან 27 წლისთავს ეხმაურება და ამბობს, რომ ძმათა შორის ბროლაში გამარჯვებული არ არსებობს. 

მისივე თქმით, წარსულის ჭრილობების მოშუშება ერთიანი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

"განვლილმა წლებმა ნათლად დაგვანახა, რომ მტრის გარდა, ძმათა შორის ბრძოლაში გამარჯვებული არ არებობს და წარმატება მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით მიიღწევა. როგორც აფხაზებმა, ასევე საქართველოს ყველა დანარჩენმა მოქალაქემ უნდა გავითავისოთ, რომ მხოლოდ ერთად და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ წარსული ჭრილობების მოშუშებას და ჩვენი მომავალი თაობების ნათელი ხვალინდელი დღისათვის საფუძვლის ჩაყრას", - წერს სალომე ზურაბიშვილი თავის Facebook გვერდზე.

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. 

1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს ძალები იძულებულნი გახდნენ, სოხუმი დაეტოვებინათ. სეპარატისტებმა და მათმა დამხმარე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა შტურმით აიღეს აფხაზეთის მთავრობის შენობა და ტყვედ აიყვანეს მთავრობის წევრები. მათი ნაწილი, მათ შორის მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავა დახვრიტეს. 

სეპარატისტებმა აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე კონტროლი 30 სექტემბერს დაამყარეს. მათ მიერ მოწყობილი ეთნიკური წმენდის შედეგად 10 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.


close დახურვა