logo
ENG



პრეზიდენტი კობახიძეზე: ახალგაზრდებს და ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის დასმა უდიდესი სირცხვილია

10 მაი 202412:08
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/10/zmstnobaxeldb2a.jpg

საქართველოს პრეზიდენი სალომე ზურაბიშვილი, ქვეყნის პრემიერის ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმარუება, რომელშიც მან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები ილია ჭავჭავაძის მკვლელს შეადარა.

ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ახალგაზრდებსა და გიგლა ბერბიჭაშვილს შორის ტოლობის დასმა "ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა."

"ახალგაზრდების და ბერბიჭაშვილის შორის რამე ტოლობის ნიშნის დასმა ნებისმიერ ადამიანისთვის უდიდესი სირცხვილი იქნებოდა. ეს სიტყვები პრემიერ მინისტრს როცა ეკუთვნის, ეს მას უკვე სხვა განზომილებაში გადასულ ადამიანად წარმოაჩენს და მის მთავრობის გაუცხოებას საკუთარ ხალხისგან ადასტურებს!

მმართველობა ჯერ საკუთარი ხალხის სიყვარულით იწყება, "მამულის" სიყვარული სხვა არაფერია.

ვნების კვირაში, აღდგომისა და ბრწყინვალე შვიდეულის. დროს ამდენი მუქარა, სიძულვილი, ცემა/ძალადობა არ გამიგია, თან ოფიციალურ პირებისგან (გამონაკლისის გარეშე) …ესეც სარწმუნოება!!!

რაც ეხება ენას … თქვენი სიძულვილის ენა ქართული არასოდეს ყოფილა!", - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში. 

***

პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც იგი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ილია ჭავჭავაძის მკვლელ გიგლა ბერბიჭაშვილს ადარებს.

მისი თქმით, "აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან".

"ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა ნაციონალები არიან. ესენია "ნაცმოძრაობის", გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს...

როდესაც 29 წლის გიგლა ბერბიჭაშვილმა 70 წლის ილია ჭავჭავაძეს ესროლა, მას ღრმად სწამდა, რომ თავად იყო პროგრესული გულწრფელი ახალგაზრდა, ხოლო ილია ჭავჭავაძე - ჩამორჩენილი არაკეთილსინდისიერი მოხუცი. ბერბიჭაშვილს და მის თანამოაზრე ახალგაზრდებს ეს რწმენა ბოლშევიკურმა იდეოლოგიამ ჩაუნერგა. მსგავსი მეთოდებით მუშაობს ფსევდოლიბერალური იდეოლოგიაც, რომელმაც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პირდაპირ თუ ირიბად მიმდევარ ახალგაზრდებს დააჯერა, რომ სწორედ ისინი არიან გულწრფელობისა და პროგრესულობის მაგალითი ამ ქვეყანაში", - ამბობს ირაკლი კობახიძე.


close დახურვა