პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.
ზურაბიშვილთან უკვე იმყოფებოდა კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია, ცოტა ხნის წინ კი სასახლეში ძლიერი საქართველოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე მივიდა.
გვარამიას შეხვედრის შემდეგ დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ კოალიცია ცვლილებისთვის ქართული ქარტიის ერთგული რჩება.
"ნებისმიერ ვითარებაში, როგორც ქარტიის ხელმომწერები, ჩვენ აბსოლუტურად უპრობლემოდ მიგვაჩნია მხარდაჭერა. რაზეც არ უნდა იყოს ლაპარაკი, გულწრფელად გეუბნებით - ჩვენი პასუხია, რომ ის, რომ ჩვენი სიტყვა იქნება შესრულებული, ჩვენ ასე მიგვაჩნია. მივყვებით პრეზიდენტის განცხადებებს. ქარტია არის მთავარი ხერხემალი ამ გადაწყვეტილების იმიტომ, რომ იქ ასახულია ქართული საზოგადოების მთავარი სურვილის, ევროინტეგრაციის მისაღწევი ყველაზე მნიშვნელოვანი გზები" - თქვა გვარამიამ