logo
ENG



პრეზიდენტი ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს ხვდება

24 ოქტ 202314:01
3 წუთის საკითხავი
 

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს ხვდება. შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით შედგა.

"გვქონდა შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ, სადაც განვიხილეთ იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები, ევროინტეგრაცია, ასევე კანდიდატურის მიღების გზაზე თითოეულმა ჩვენგანმა რა შეგვიძლია გავაკეთოთ. ვფიქრობ, დღესაც ამასთან დაკავშირებით იქნება საუბარი", - განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.

დეპუტატი სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტთან საუბარი მნიშვნელოვანია იმაზე, როგორ ხედავს დარჩენილ დროში რესურსების გაერთიანებას კანდიდატურის სტატუსის მისაღებად.

"ლელოს პოზიცია არის, რომ ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რათა ქვეყანა არ დარჩეს კანდიდატის სტატუსის გარეშე, მათ შორის პრეზიდენტის რესურსი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ დაგვტოვოს კანდიდატის სტატუსის გარეშე. ამაზე ვაპირებთ, რომ ვესაუბროთ", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ანა წითლიძე აცხადებს, რომ მთავარი თემა არის ევროპული ინტეგრაცია და დღევანდელი შეხვედრის მთავარი საკითხიც სწორედ ეს იქნება.


close დახურვა