საქართველოს პრეზიდენტი დღეს პარიზში მიემგზავრება. სალომე ზურაბიშვილი კულტურული მემკვიდრეობის სამიტს დაესწრება, სადაც გამარჯვებული პროექტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. სამიტზე 27 გამარჯვებულს შორის ციხე-სოფელი მუცოს რეაბილიტაციის პროექტიც მოხვდა. ის წლის საუკეთესო კონსერვაციის პროექტად დასახელდა.
