პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ოლქებში დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, რომელსაც ვერ უკავშირდება, მიმართავს და სთხოვს, რომ პოლიციამ სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს.
პრეზიდენტის თქმით, ის შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე, მთავრობის ოფიციალურ ხაზს ვერ უკავშირდება და ამის შემდეგ მან გომელაურს საჯაროდ მიმართა.
"ძალადობრივი ქმედებებია სხვადასხვა უბანზე, მედიას აპარატურა დაუმტვირეს, ხანა პირდაპირ ძალადობენ. იქ შეკრებილი არიან ჯგუფები, რომელთა მიზანიცაა დაძაბულობა. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე, რეპუტაცია და სისუსტის მაჩვენებელი.
ამის მიუხედავად მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს. მინდა ვახტანგ გომელაურს ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური ჩვენს საარჩევნო უბნებზე, რადგან ეს ჩვენ არ გვეკადრება", - განაცხადა პრეზიდენტმა.