როგორც „ფორმულას“ პრეზიდენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს, სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს საშობაოდ შეიწყალებს. ამ დროისთვის უცნობია, მოხვდება თუ არა შეწყალებულთა სიაში დეკანოზი გიორგი მამალაძე.
როგორც სასულიერო პირები აღნიშნავენ, მათ შესაბამისი თხოვნით უკვე მიმართეს პრეზიდენტს, ახლა კი გადაწყვეტილება სალომე ზურაბიშვილმა უნდა მიიღოს. საპატრიარქომ დეკანოზის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ მიმართა.