logo
ENG



პრეზიდენტის გამოსვლა იყო ეროვნული ინტერესების ღალატი - ლელო

29 იან 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

„ლელოში“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სტრასბურგში გამოსვლას მოღალატეობრივს უწოდებენ. პარტიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ტრიბუნა ქვეყნის ინტერესების დასაცავად არ გამოიყენა. 

„პრეზიდენტის გამოსვლა ღალატობს ეროვნულ ინტერესებს და ის აგრძელებს "ოცნების" მოღალატეობრივ პოლიტიკას. იმის ნაცვლად, რომ მას ჩვენი ინტერესების დასაცავად გამოეყენებინა ტრიბუნა, მან კრახი განიცადა“, - ამბობს გრიგოლ გეგელია.

პარტიაში, ასევე, ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა ვიწროპარტიულ ინტერესებს ემსახურებოდა და ეს არ იყო იმ ქვეყნის პრეზიდენტის გამოსვლა, რომელსაც ოკუპაციის პრობლემა აქვს.

„იმის ნაცვლად, რომ მოეთხოვა 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულება, მან ილაპარაკა ყველაფერზე და ეს იყო პარტიული გამოსვლა, და არა საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა", - აცხადებს ნანა გალდავა. 

პარტიის კიდევ ერთი წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაივიწყა ქვეყანაში სასამართლოსადმი ნდობა და არაფერი თქვა იმაზე, რომ მმართველი პარტია დევნის ოპონენტებს.

„მან ისაუბრა სასამართლოს რეფორმებზე, მაგრამ დაავიწყდა, რომ ის არის პრეზიდენტი ქვეყნისა, სადაც ნდობა ამ ინსტიტუტისადმი არის ნული და სადაც ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერის მიმართ არის საქმის წარმოება დაწყებული", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


close დახურვა