საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯარზე გაკეთებულ საკუთარ განცხადებას განმარტავს.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი განცხადება არ ეხებოდა ჯარს და ეს მხოლოდ სტილისტური ფორმა იყო, რომელიც აქ არ ესმით.
„ის ჩემი გამოსვლა, რომელიც იყო სრულიად კულტურულ სივრცეში და კულტურული ინსტიტუტების მონაწილეობით იმისთვის, რომ შეგვექმნა და შევქმენით კიდევაც საკოორდინაციო ცენტრი, არანაირად არ ეხებოდა ჯარს, იყო მხოლოდ სტილისტური ფორმა, რომელიც იხმარება რიტორიკაში, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ნაკლებად ცნობილია აქ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა ერთ-ერთ გამოსვლაში თქვა, რომ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი, და არც გვექნება.