აფეთქების ფონზე ჩატარდა პრეზიდენტის ინაუგურაცია ავღანეთში. აშრაფ განი ფიცს დებდა იმ დროს, როცა სასახლის ახლოს აფეთქების ხმა გაისმა. პრეზიდენტის გაჩერება და შენობიდან მისი გაყვანა დაცვის წევრებმა სცადეს, თუმცა განიმ ისინი შეაჩერა და ტექსტი ბოლომდე წაიკითხა. პარალელურად ფიცი დადო განის მეტოქემ - აბდულა აბდულამაც. საპრეზიდენტო არჩევნები მან 11 პროცენტით წააგო, მაგრამ დამარცხება არ აღიარა. საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში სექტემბრის ბოლოს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისია საბოლოო შედეგებისთვის მონაცემებს 5 თვე ითვლიდა.
პრეზიდენტის ინაუგურცია ავღანეთში აფეთქების ფონზე ჩატარდა
09 მარ 202018:07
3 წუთის საკითხავი