logo
ENG



პრეზიდენტის ინიციატივით, დაიწყება კონცერტების ციკლი - ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში

30 მარ 202116:58
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/30/ft1q7rst8c6smqq.jpg

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 1 აპრილიდან იწყება კონცერტების ციკლი ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში, რომელზეც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტების მიზანია, როგორც ქართული მუსიკის პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერი, უცნობი ავტორებისა და მუსიკოს-შემსრულებლების წახალისება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კონსერვატორიის საორკესტრო სიმებიანი საკრავების, კამერული ანსამბლისა და კვარტეტის და კლავიშიანი საკრავების მიმართულების სტუდენტები.

 


close დახურვა