logo
ENG



პრეზიდენტის მრჩეველი: საშობაოდ პრეზიდენტი არავის შეიწყალებს

28 დეკ 201917:05
3 წუთის საკითხავი
 
k9kan67hjwbum6p.jpg

პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეწყალების თემაზე კვლავ დუმს. როგორც ირკვევა, საქართველოს პრეზიდენტი უკვე მეორედ არღვევს ტრადიციას. საშობაოდ სალომე ზურაბიშვილი არც არც დეკანოზ მამალაძეს და არც სხვა პატიმრებს არ შეიწყალებს. მიუხედავად იმის, რომ შეწყალების კრიტერიუმები შემუშავებულია, პატიმრების განცხადებების განხილვას არავინ ჩქარობს.

"პრეზიდენტმა უკვე არაერთხელ თქვა, რომ წინასაახალწლოდ არ იგეგმება შეწყალება. რაც შეეხება გიორგი მამალაძეს, წინასწარ ამ საკითხზე პასუხს ვერ მოგცემთ, რადგან მილიონი რამეა გასათავლისწინებელი. ჯერ საქმეა შესასწავლი და ეს მთელი პროცედურაა. წინასაახალწლოდ არც მამალაძის და არც სხვა მსჯავრდებულების შეწყალება არ იგეგმება", - აცხადებს პრეზიდენტის მრჩეველი ირინა შენგელია. 

სალომე ზურაბიშვილმა პირევლად ტრადიცია შეწყალებასთან დაკავშირებით გიორგობის დღესასწაულზე დაარღვია. 


close დახურვა