ექიმები ამ დრომდე სწავლობენ მიხეილ სააკაშვილის გონების კარგვის მორიგი ეპიზოდის მიზეზს. მდგომარეობის დამძიმებას ირიბად ადასტურებს ვივამედის ადმინისტრაციაც, რომელიც როგორც ჩანს, არ აპირებს, პაციენტს სასამართლოზე დასწრების რეკომენდაცია მისცეს.
მესამე პრეზიდენტს სურს სხდომაში მონაწილეობა არა ონლაინ, არამედ ადგილზე მისვლით მიიღოს. პროცესი 9 იანვარს ვივამედის ექიმების გამოკითხვით გაგრძელდება. დაცვის მხარე განხილვების დაჩქარებას მოითხოვს.