logo
ENG



პრეზიდენტისგან უგულავას შეწყალებას ევროპარლამენტარები უახლეს პერიოდში ელოდებიან

14 მარ 202020:19
3 წუთის საკითხავი
 

11 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილება და გიგი უგულავა პატიმრობიდან გაათავისუფლოს. ხელმომწერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ეს კარგი ტესტი იქნება იმის გასარკვევად, ასრულებს თუ არა ხელისუფლება მოლაპარაკებების პროცესში მიღწეულ შეთანხმებას. 

გიგი უგულავას გათავისუფლების პოლიტიკური მოწოდების პარალელურად, საქართველოს პრეზიდენტს განცხადებით უკვე მიმართა  დაკავებულის ადვოკატმა. ბექა ბასილაიას თქმით, სალომე ზურაბიშვილს უკვე აქვს შეწყალების აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი და ახლა ყველაფერი მის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა და ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება, მის უფლებებში უხეშ ჩარევად აღიქმევა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროპარლამენტარებს ურჩევს, სიტუაციას ადგილზე გაეცნონ.

ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ და სასამართლო დამოუკიდებელია, არ სჯერა 20 ივნისის საქმეზე დაკავებული ბესიკ თამლიანის დედას. მმართველი პარტიის პოზიცია მიუღებელია სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წევრისთვისაც.

შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი  გიგი უგულავას, ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ მის გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორები უახლოეს პერიოდში ელოდებიან.


close დახურვა