logo
ENG



პრემიერი - ატოცში რაც ხდება, ეს არის მიუღებელი

19 ოქტ 201916:51
3 წუთის საკითხავი
 
dhbgxm6ou5dna23.png

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სოფელ ატოცში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ატოცის მოვლენები მიუღებელია და ეს ბორდერიზაციის გაგრძელებაა. 

"ატოცში რაც ხდება, ეს არის მიუღებელი და იმ პოლიტიკის და ბორდერიზაციის გაგრძელება, რაც დაწყებულია. ჩვენ ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობის სრული მხარდაჭერით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქის ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა თავის მიწაზე იყოს დაცული. დღეს სახელმწიფო სრულ სინქრონში, ჩვენს  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, დგამს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, წყნარად და მშვიდად განაგრძონ ცხოვრება", - აღნიშნა გიორგი გახარიამ. 

ეს განცხადება გიორგი გახარიამ გორში, სპორტსმენებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, არსებითი და მნიშვნელოვანია სწორედ ის ფაქტი, რომ საოკუპაციო ხაზთან უწევს სპორტსმენებთან შეხვედრა და ხალხთან მუშაობა. 

"შრომა, განვითარებული, ეკონომიკურად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო არის ის, რამაც ჩვენ უნდა დაგავაბრუნებინოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ ქარელის რაიონის სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 19 ოქტომბერს განაახლეს. ამბავს დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების ინფორმაციით, სამინისტრო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელებას და მას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს.


close დახურვა