ფუფუნებაში მცხოვრები ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ საქართველოში ხალხი მდიდრდება. პრემიერმინისტრის განცხადება მოწყვეტილია რეალობას. მთავრობის თავმჯდომარის დასახელებული მონაცემები მანიპულაციურია და არ ასახავს სინამდვილეს. სპეციალისტები პუნქტობრივად აქარწყლებენ ღარიბაშვილის პროპაგანდისტულ გზავნილებს. პრემიერმინისტრის მონაცემი ეკონომიკის ზრდაზე უკეთეს შემთხვევაში, გაზვიადებულია. ღარიბაშვილმა მოსახლეობას რიცხვები ისე მიაწოდა, რომ ინფლაციის ფაქტორი საერთოდ ამოაგდო. ეკონომისტების ანალიზი განსხვავებულია ინვესტიციების ნაწილშიც.