logo
ENG



პრემიერის მოუსვლელობა პარლამენტში არის პარლამენტის უპატივცემულობა - ოთარ კახიძე

22 აპრ 202011:39
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე პარლამენტის უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ საგანგებო მდგომარეობის დამტკიცების შესახებ განხილვას პარლამენტში არ დაესწრება პრემიერ-მინისტრი.

ოთარ კახიძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომ პრემიერს, როგორც პარლამენტის მხრიდან ნდობაგამოცხადებულ პირს, აკისრია ვალდებულება, პირადად დაასაბუთოს შეზღუდვების არგუმენტირებულობა.

„მიუღებელია, რომ უმნიშვნელოვანეს საკითხზე მომხსენებლად არ გვყავს პრემიერი - ისაა ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე და აქვს გამოცხადებული ნდობა ამ უწყებისგან. მოვიდეს და ახსნას, რისთვის არის აუცილებელი ეს შეზღუდვები, კონკრეტული არგუმენტაცია მოიტანოს და შემოვიდეს პოლიტიკურ დებატებში, ვინაიდან ჩვენ საუკეთესო გამოსავალი უნდა მივიღოთ. არ შეიძლება თანამშრომლები გამოგზავნოს პრემიერ-მინისტრმა. ეს არის პარლამენტის უპატივცემულობა გეგმის წარმოუდგენლობასთან ერთად", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გადავადების შესახებ პარლამენტი დღეს იმსჯელებს. საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარია არ მივა. როგორც ცნობილია, განხილვას დაესწრება პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

 


close დახურვა