logo
ENG



პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე კახა ოქრიაშვილი მხარს სააკაშვილს დაუჭერს

07 სექ 202019:00
3 წუთის საკითხავი
 
btylfsxtua7om20.jpg

ქართული ოცნების ყოფილმა მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა დაადასტურა, რომ ის პრემიერმინისტრობის კანდიდატურაზე მხარს მიხეილ სააკაშვილს დაუჭერს. როგორც ოქრიაშვილი ამბობს, საარჩევნო ბლოკში ნაციონალური მოძრაობა ყველაზე მსხვილი პარტიაა და მიხეილ სააკაშვილი მისი უცვლელი ლიდერია.

"თუ ხარ პარტიის ლიდერი, შენ უნდა იყო პრემიერი ოფისმენეჯერი არ უნდა დააყენო პრემიერ მინისტრად... რატომ მიხეილ სააკაშვილი? ყველაზე მსხვილი პარტია, რომელიც შედის საარჩევნო ბლოკში არის ნაციონალური მოძრაობა და ის არის უცვლელი ლიდერი ნაციონალური მოძრაობის. ასე, რომ არაფერი გასაკვირი ამაში არ არის",-განაცხადა ოქრიაშვილმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კახა ოქრიაშვილმა ენმ-ის ლიდერ გრიგოლ ვაშაძესთან ერთად ერთობლივ მემორანდუმს ხელი 4 სექტემბერს მოაწერა. ოქრიაშვილმა, რომელმაც 2008 - 2012 წლებში ნაციონალური მოძრაობის, ხოლო 2016 წელს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი იყო, 2019 წელს მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებთან ერთად მხარი არ დაუჭირა პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რის გამოც ცვლილებები ჩავარდა. 

დღეს, 7 სექტემბერს, ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ახლა უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველია, ძალა ერთობაშიას პრემიერობის კანდიდატი იქნება.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის განცხადება გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა. თავად სააკაშვილი 21:00 საათზე ისაუბრებს, როგორ გეგმავს ქვეყანაში დაბრუნებას.

 

 


close დახურვა