ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ მერი ლაშა კომახიძე შვებულებაშია.
როგორც მერიაში ფორმულას უთხრეს, შვებულება კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომახიძემ თანამდებობა დატოვა, რისი მიზეზიც აჭარის მთავრობის მეთაურთან, თორნიკე რიჟვაძესთან, დაპირისპირება გახდა.
ჟურნალისტები ბათუმის მერთან დაკავშირებას დილიდან ცდილობენ - ის არც სამსახურში და არც სახლში იმყოფება.