logo
ENG



პრინცი უილიამი პოლონეთში ჩავიდა და ანდჟეი დუდას შეხვდა, მათ უკრაინის საკითხი განიხილეს

23 მარ 202316:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/23/sqxs1r27b3evkf1.png
@KensingtonRoyal

უელსის პრინცის სპიკერის განცხადებით, ვარშავაში ბრიტანეთის პრინც უილიამისა და პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტზე და მის გავლენაზე პოლონურ საზოგადოებაზე.

"უელსის პრინცმა ისარგებლა შემთხვევით და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და პოლონელ ხალხს, რომლებმაც ბევრი გააკეთეს აქ უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად." - თქვა სპიკერმა.

პრინცმა და პოლონეთის პრეზიდენტმა განიხილეს უკრაინისა და მისი ხალხის მუდმივი მხარდაჭერის აუცილებლობის მნიშვნელობა.

პრინცი უილიამი პოლონეთში გუშინ ჩავიდა. ის შეხვდა ბრიტანელ და პოლონელ ჯარისკაცებს უკრაინა-პოლონეთის საზღვართან და მადლობა გადაუხადა "უკრაინელი ხალხის თავისუფლების მხარდაჭერისთვის."

უელსის პრინცი ეწვია მე-3 ბრიგადის ტერიტორიული თავდაცვის ძალების ბაზას ჟესოვში, სადაც შეხვდა პოლონეთის თავდაცვის მინისტრს მარიუშ ბლაშჩაკს.

 


close დახურვა