შეერთწბული შტატები პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის დაცვის სამსახურის საფასურს არ გადაიხდის, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ტვიტერის ქსელში დაწერა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, ის დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ II-ს დიდ პატივს სცემს. მისი თქმით, პრინცმა ჰარიმ და მეგანმა კანადა დატოვეს და შეერთებულ შტატებში გადმოინაცვლეს, თუმცა სახელმწიფო არ გეგმავს მათი უსაფრთხოებისთვის ფინანსების გამოყოფას. "მათ თავად უნდა გადაიხადონ"-წერს დონალდ ტრამპი