logo
ENG



პრინცმა ჩარლზმა ლონდონში ნაითინგეილის ჰოსპიტალი გახსნა

03 აპრ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 

პრინცმა ჩარლზმა ლონდონში ნაითინგეილის ჰოსპიტალი გახსნა. ცერემონიაზე, რომელსაც სულ რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, სამეფო ოჯახის წევრი ონლაინ ჩაერთო.

დროებითი საავადმყოფო, რომელიც საგამოფენო ცენტრის შენობაში მოაწყეს, 4 ათასი ადამიანის მიღებას შეძლებს. ადგილები კორონავირუსით ინფიცირებულთათვისაა განსაზღვრული.

თავად პრინცმა, რომელსაც კოვიდ 19 დაუდასტურდა, თვითიზოლაცია რამდენიმე დღის წინ დაასრულა. გახსნის ცერემონიას ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრიც დაესწრო, რომელიც კოროკავირუსისგან განიკურნა.


close დახურვა