პრინცმა ჩარლზმა მომღერალი კეტი პერი თავისი საქველმოქმედო ორგანიზაციის ახალ ელჩად დაასახელა. ცნობილია, რომ ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ბავშვთა დაცვის ფონდის პროექტების განხორციელებაში ჩაერთვება.
აღსანიშნავია, რომ კეტი პერი სამეფო ოჯახის მიერ ლონდონში გამართულ საქველმოქმედო მიღებასაც დაესწრო. სიტყვით გამოსვლის დროს მომღერალმა განაცხადა, რომ პრინცი ჩარლზის დიდი თაყვანისმცემელია და იხუმრა კიდეც, რომ პრინცმა მას მცენარეებისთვის სიმღერა სთხოვა.